Tuesday, December 15, 2009

ჩემი ოცნების ქალაქი


პროექტის სახელი: “ჩემი ოცნების ქალაქი“

პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
პარიზი და მისი ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობები.

პროექტის სრული აღწერა:
პარიზის წარმოშობის ისტორია, მისი გეოგრაფიული მდებარეობა, რელიეფი და ბუნება, ისტორიულ-პოლიტიკური და კულტურული როლი მსოფლიოში, არქიტექტურა, მხატვრობა და სხვა.


მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი.

ვადები\ხანგრძლივობა: 2 კვირა

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ინფორმაციის მოძიება, კვლევა, რეფერატი, პრეზენტაცია, სლაიდშოუს შექმნა;

მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას:
რეფერატი, სლაიდშოუ, გამოყენებული ლიტერატურისა და ვებ გვერდების ჩამონათვალი- მისი კარტოთეკა ბიბლიოთეკაში დასადებად.

სარგებელი სხვებისთვის:პარიზის შესახებ ლაკონური და სრული ინფორმაციის მიღება, როგორც სკოლის ბიბლიოთეკაში (მომზადებული მასალა ინახება სკოლის ბიბლიოთეკაში),ისე ინტერნეტის საშუალებით.

სამუშაო ენა: ქართულ-ფრანგული.

საგნებთან\საგნობრივ ჯგუფთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია (შეისწავლიან «პარიზის» ისტორიას), გეოგრაფია (პარიზის მდებარეობა, რელიეფი ბუნება), ხელოვნება (პარიზის როლი და წვლილი ხელოვნების (სხვადასხვა დარგებში) განვითარების საქმეში), მუსიკა (მოისმენენ და სურვილისამებრ შეისწავლიან პარიზზე შექმნილ სიმღერებსა და შემსრულებლებს),ინფორმატიკა (ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი უნარების გაღრმავება) ცოდნის გაღრმავება და გამდიდრება, სხვადასხვა უნარის განვითარება, დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ტოლერანტობა, უცხო კულტურის მიღება-გაგება.

პროექტის ფასილიტატორი: ნინო ასანიძე, თბილისის 85-ე საჯარო სკოლა
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: beniassabanika@gmail.com

No comments:

Post a Comment